საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი გარდამტეხი მოვლენა. 20 წლის წინ ხალხმა უარი უთხრა წარსულის მმართველობას და მშვიდობიანი რევოლუციით შეცვალა ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლება. ვარდების რევოლუცია კულმინაცია იყო პროცესისა, რომელიც ნოემბრის პირველ დღეებში გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. პროტესტი ძალას ყოველდღიურად იკრებდა.
პარლამენტის პირველ სხდომაზე შევარდნაძემ სიტყვა ვერ დაასრულა, დარბაზი რეჟიმის მოწინააღმდეგეებმა დაიკავეს, რამდენიმე საათში კი პრეზიდენტი თანამდებობიდან გადადგა.